ახალი ამბები

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ შვილს ამჯერად 50 000 ლარი აჩუქა 

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ შვილს ამჯერად 50 000 ლარი აჩუქა, – ამ ინფორმაციას დავით რაზმაძის მიერ 2023 წლის 14 თებერვალს შევსებულ ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს დავით რაზმაძის შემოსავალმა 64 340 ლარი შეადგინა. აქედან 4 8818,88 ლარი სახელფასო ანაზღაურება, 59458,52 ლარი კი უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული ოჯახის თანხა იყო. 

უძრავი ქონების თვალსაზრისით, დავით რაზმაძის დეკლარაციაში ცვლილება არაა – გორის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ 4 უძრავ ქონებას ფლობს. კერძოდ, მის მფლობელობაშია 2 საცხოვრებელი ფართი, 1 არასაცხოვრებელი ფართი და 1 მიწის ნაკვეთი. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ შვილს თანხა 2021 წელსაც აჩუქა, მაშინ 45 600 ლარის ოდენობით. 

დატოვეთ კომენტარი