დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში გამოფენა “ჩვენ-30 ამბავი” გაიხსნა.
ინფორმაციას ეთნიგრაფიული მეზეუმი ავრცელებს. მათი განმარტებით, პროექტის მიზანია ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
“ღონისძიება გაიმართა პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში, რომელსაც “გლადა ჰუდიკ თეატრი” Glada Hudik-teatern ახორციელებს საქართველოში “შვედური ინსტიტუტის” Svenska institutet მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა”, – წერს მუზეუმის ადმინისტრაცია.
გამოგენა გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და Embassy of Sweden in Tbilisisi მხარდაჭერით გაიხსნა