ქარელის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასელმა მოსწავლემ ლილე ბერიშვილმა ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატზე აღმოსავლეთის ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მან უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მიიღო.
საკუთარი მოსწავლის წარმატების შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ლილე შიდა ქართლსა და იმერეთში გამართული ჩემპიონატის ვიცე -ჩემპიონია. ის სულ რაღაც ერთი წელია, რაც ქარელის საჭადრაკო კლუბში მეცადინეობს მწვრთნელ ზურაბ დოლიძესთან, მაგრამ მისი მიღწევები უკვე თვალსაჩინო და მნიშვნელოვანია. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს უნიჭიერეს მოჭადრაკეს”, – წერს სკოლის ადმინისტრაცია.
დატოვეთ კომენტარი