ახალი ამბები

გორის ორ დასახლებაში შშმ პირებისთვის ადაპტირებული შუქნიშნები დამონტაჟდა

გორში, ქალაქის ორ დასახლებაში ახალი შუქნიშნები განათასვსეს. როგორც მერიაში ამბობენ, ახალი შუქნიშნები შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. შუქნიშნებს მიმართულების მაჩვენებელიც დაემატა.

საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები ორ ლოკაციაზე დამონტაჟდა,  კერძოდ:

  • ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე;
  • სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე.

გორის მერიაში “მოზაიკას” განუცხადეს, რომ გარდა ტრანსპორტისა, ახალი შუქნიშნები მოაწესრიგებს ქვეითების მოძრაობასაც. პროექტის ღირებულება 365 115 ლარია და თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.