ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება.
დოკუმენაციის მიხედვით, რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 1 800 000 ლარია.
“სკვერის სრული რეაბილიაცია უნდა განხორციელდეს, პროექტის სავარაუდო თანხა ამ ეტაპზე ეს არის. ზუსტი ციფრები პროექტის ჩამოსვლის შემდეგ გვეცოდინება”, – გვითხრა ქარელის მერის მოადგილე ნათია მაწონაძემ.
დატოვეთ კომენტარი