ცნობილი ხდება ფლექსის ფინალისტების ვინაობა. ინფორმაციას იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებიც ერთი წლით ამერიკაში ისწავლიან, სკოლები ეტაპობრივად ავრცელებენ.
გამოქვეყნებული ცნობებით, ფლექსის ფინალისტებს შორის არიან ქარელის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ვლადიმერ თოთლაძე და გორის მერვე საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ მირუაშვილი.
“ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ვლადიმერ თოთლაძე ფლექსის პროგრამის ფინალისტია!ვულოცავთ ლადოს ამ დიდ წარმატებას! ვამაყობთ შენით, ჩვენო, საამაყო ბიჭო! ბედნიერი და წარმატებული წელი ამერიკაში!”, – წერს სოციალურ ქსელში ქარელის პირველი საჯარო სკოლა.
“ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ მირუაშვილი ფლექსის პროგრამის ფინალისტია! ნიკოლოზ, გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! ბედნიერი და წარმატებული წელი ამერიკაში. დაიპყარი ცოდნის მწვერვალები”, – წერს სოციალირ ქსელში გორის მერვე საჯარო სკოლა.