ახალი ამბები

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში გამოფენა “ჩვენ – 30 ამბავი” იხსნება 

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში გამოფენა “ჩვენ – 30 ამბავი” იხსნება. ღონისძიება პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში იმართება და მისი გახსნის თარიღი 21 მარტი, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე იქნება.

“პროექტის მიზანია ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა”, – ვკითხულობთ მუზეუმის მიერ გამოფენის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. 

მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენა  გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით ეწყობა. 

დატოვეთ კომენტარი