მოშლილი ინფრასტრუქტურა და ანტისანიტარია – ასეთია სურათი გორის ცენტრში, თეატრის გვერდით მდებარე საზოგადოებრივ საპირფარეშოში.
სველი წერტილების მოწყობა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მოხდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
ადგილობრივები და ქალაქის ვიზიტორები საზოგადოებრვი საპირფარეშოთი სარგებლობას ვერ ახერხებენ რადგან მოშლილ ინფრასტრუქტურასთან ერთად, ადგილზე მძიმე ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნია.
“მოზაიკა” გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა სადაც არსებულ რეალობაზე პასუხისმგებლობას მოქალაქეებს აკისრებენ. კერძოდ, მერიაში ამბობენ, რომ სწროედ მოქალაქეების მხრიდან აქვს ადგილი ვანდალიზმის ფაქტებს, რის შედეგადაც ეს კონკრეტული საზოგადოებრივი საპირფარეშო ახლა უფუნქციოა.
“არაერთხელ მოხდა ამ საპირფარეშოს მოწესრიგება, თუმცა ხშირია მოქალაქეების მხრიდან ვანდალოზმის ფაქტები. ამიტომ არის ამ მდგომარეობაში. ვგეგმავთ კიდევ ერთხელ რეაბილიტაციას, მაგრამ როდის, კონკრეტულ დროს ვერ გეუბნებით”, – გვითხრეს გორის მერიაში.