ახალი ამბები

21 და 22 მარტს გორის გვირაბში ავტომობილების გადაადგილება იზღუდება

21 და 22 მარტს გორის გვირაბში ავტომობილების გადადგილება იკრძალება, – ამ ინფორმაცია საავტომობილი გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით იკრძალება.

  • 21 მარტის 23:00 სთ-დან 22 მარტის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
  • 22 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;

“სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზეთბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი