სასმელი წყლის პრობლემა (ნაკლებობა) გვაქვს მუნიციპალიტეტის 11 სოფელში, – ამის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის მერიიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 8 სოფელში იგეგმება სასმელი წყლის სისტემის ქსელის მოწყობა.
“ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის სიტემის მოწყობა იგეგმება შემდეგ სოფლებში: ქინძათში, სარმანიშვილისკარში, ტეზერში, იმერლიანთკარში, ხცისში, მიწობში და ღვრიაწყალში. ასევე იგეგმება სოფელ ჩუმათელეთში ორი ჭაბურღილისა და სასმელი წყლის ქსელის მოწყობა”, – აცნობეს “მოზაიკას” ხაშურის მერიიდან.
აღსანიშნავია, რომ დაბა სურამში, ჩუმათელეთის და იტრიის დასახლებაში 2 ცალი სასმელი წყლის ჭაბურღილის, საქლორატოროს და სასმელი წყლის ქსელის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადდა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.