ახალი ამბები

ქარელის მერია რელიგიურ ორგანიზაციებს წელსაც 90 000 ლარით დააფინანსებს

ქარელიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციები წელსაც 90 000 ლარით დაფინანსებიან, – ამის შესახებ “მოზაიკა” კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების ხელმძღვანელს ესაუბრა. 

მუნიციპალური ა(ა)იპ-ის უფროსის თქმით, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებზე გადანაწილდება ეს თანხა, ამ ეტაპზე უცნობია. 

დადგენილების მიხედვით, ეს თანხა რელიგიური დაწესებულებების საკულტო შენობა-ნაგებობების აღდგენასა და რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. 

“პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის,ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება რელიგიური დაწესებულებების საკულტო შენობა-ნაგებობების აღდგენისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე სხვა საქმიანობისთვის ფინანსური დახმარება, რითაც ხელი შეეწყობა რელიგიურ – კულტურული ობიექტების მოვლა-შენახვას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ტურიზმის განვითარებას, პილიგრიმი ტურისტების გაზრდილ რაოდენობას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში. 

აღსანიშნავია, რომ წინა წლების პრაქტიკის მიხედვით, ქარელის მერია ამ თანხას სრულად რუის-ურბნისის ეპარქიას ურიცხავს ხოლმე. 

დატოვეთ კომენტარი