ახალი ამბები

გორში ყავის მაღაზია გატეხეს 

გორში, წმინდაწყალის დასახლებაში ყავის მაღაზია გატეხეს. შემთხვევა ცხინვალის გზატკეცილზე მოხდა. 

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან,  ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ჯერჯერობით უცნობია რა წაიღეს მაღაზიიდან. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა, რადგან დილით მაღაზიის  კარი მეპატრონეს გატეხილი დახვდა. 

დატოვეთ კომენტარი