ახალი ამბები

ქარელის მერია ჭების მოწყობას და დაღრმავებას გეგმავს – სოფლების ჩამონათვალი 

ქარელის მერია წითელსოფელში, ურბნისსა და ელბაქიანთკარში სასმელი წყლის ჭების მოწყობას, გვერძინეთში კი სასმელი ჭების დაღრმავებას გეგმავს.

სამუშაოებისთვის გათვალისწინებული 29 750 ლარი შემდეგნაირად ნაწილდება:

  • წითელსოფელში სასმელი წყლის ჭის მოწყობისთვის გათვალისწინებულია 10 000 ლარი;
  • ურბნისში სასმელი წყლის ჭის მოწყობისთვის განსაზღვრულია 12 520 ლარი.
  • ელბაქიანთკარში სასმელი წყლის მოწყობისთვის გათვალისწინებულია 4 492 ლარი.
  • გვერძინეთში ჭების დაღრმავებისთვის განსაზღვრულია 2 738 ლარი.
დატოვეთ კომენტარი