გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო თანამშრომლებისთვის უნიფორმებს ყიდულობს.
შესასყიდად სააგენტომ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და 10 050 ლარი გაითვალისწინა. უწყებას სატენდერო პირობებში აღნიშნული აქვს, რომ მაისურები უნდა იყოს ლურჯი ფერის და რეცხვის დროს ზომაში კლება არ უნდა აღემატებოდეს 3%-ზე მეტს.
“ზურგზე ორ მწკრივად უნდა ჰქონდეს ამოქარგული წარწერა „გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო“, წინა მარცხენა კალთაზე უნდა ჰქონდეს ამოქარგული (“გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის ლოგო და სამსახურის დასახელება“), ქსოვილის ზომაში კლება რეცხვის შემდეგ არ უნდა იყოს – 3%-ზე მეტი, ქსოვილს არანაკლებ 20000 ბრუნზე არ უდა ემჩნეოდეს ცვეთა. გამოსაყენებელი ქსოვილი: ბამბა (პენია) 100%.”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
საერთო ჯამში, ტრანსპორტის სააგენტო 281 მაისურს იყიდის:
- “პოლო” მაისური მოკლემკლავიანი 173 ცალი;
- “პოლო” მაისური გრძელმკლავიანი 54 ცალი;
- ჟილეტი 54 ცალი.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ტანსაცმლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღეში.