ახალი ამბები

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს პოპულარიზაციაში სოროსის ფონდი ეხმარება

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს პოპულარიზაციაში “ღია საზოგადოების ფონდი” დაეხმარა, რომელსაც საზოგადოება სოროსის ფონდის სახელით იცნობს. 

კერძოდ, დონორმა ორგანიზაციამ მუზეუმს შესაძლებლობა მისცა დაცული არტეფაქტების და ისტორიული ფაქტების შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაებეჭდა. 

ერთ-ერთი ასეთი ბროშურა სრულად ეთმობა ვარჯაანის ეკლესიის ხის კანკელს, რომელიც ამჟამად მუზეუმში ინახება.

“სოფელ გუდალეთის სამხრეთით, 4 კმ.-ში მდებარეობს ვარჯაანის ნასოფლარი. აქ შემორჩენილია მცირე ზომის დარბაზული ეკლსია, სადაც ინახებოდა ხის კანკელი”, – ვკითხულობთ ბროშურაში. 

კიდევ ერთი ბროშურა კი დიონისეს ქანდაკების და ბრინჯაოს სურას შესახებ უყვება მკითხველს. ორივე ნივთი კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. 

აღსანიშნავია, რომ მუზეუმი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაბეჭდილ პუბლიკაციებს დღემდე იყენებს და მნახველებს უსასყიდლოდ ურიგებს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.