ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში ბუნებრივი აირი არ არის

ხაშურის მუნიციპალიტეტის 24 სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. აღნიშნული ინფორმაცია “მოზაიკას” მერიიდან მიაწოდეს. 

უწყების ცნობით აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს.

“აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა ცხოვრობს, მხოლოდ სეზონურად, საფხულის პერიოდში”, – განმარტავენ უწყებაში. 

“მოზაიკა” გთავაზობთ, სოფლების ჩამონათვალს, სადაც ბუნებრივი არ არის:

  • თაგვეთი;
  • იმერლიანთკარი;
  • რბონა;
  • დამჩხეულა;
  • დიდი ხალები;
  • პატარა ხალები;
  • კრისხევი;
  • დიდი ხავლეთი;
  • დიდი ყელეთი;
  • პატარა ყელეთი;
  • სარტყელა;
  • ღვრიაწყალი;
  • კოდისწყარო;
  • დიდი თხილნარა;
  • პატარა თხილნარა;
  • ღართა;
  • ნადარბაზევი;
  • ქაშვეთი;
  • ყობი;
  • ალექსანდროს წყარო;
  • ჯვართმუხა;
  • ღუდა;
  • ღანძილები;
  • ნარუჯები. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული სოფლები შედის იმ ჩამონათვალში, რომელიც დაცლის პირასაა. 

დატოვეთ კომენტარი