ახალი ამბები

დირბში და აგარაში ადმინისტრაციულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში და დაბა აგარაში ადმინისტრაციულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოებისთვის შესაბამისი ტენდერები უკვე გამოცხადდა. 

სამუშაოებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ საერთო ჯამში 222 771 ლარი გაითვალისწინა. 

  • დირბის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია – 105 771 ლარი; 
  • აგარის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია – 116 773 ლარი. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიებმა აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმეებიდან 147 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.