ქარელში, თამარ მეფის ქუჩაზე დაგებული ფილები აყარეს და ახლიდან აგებენ.
“აყარეს ფილები და ახლიდან აგებენ. იმედია. სიტუაცია ამით გამოსწორდება”, – გვითხრა ადგილობრივმა, ნინო ელიაშვილმა.
ახლად რეაბიტირებულ ქუჩაზე არასწორად დაგებული ქვაფენილის გამო, ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართები ეტბორებოდათ.
“ეს პრობლემა დაიწყო მას შემდეგ, რაც ეს ახალი ქვაფენილები დააგეს. ქვაფენილი ისეა დაგებული, წყალი კანაოსკენ რომ უნდა წავიდეს და სახლის მხარეს მოდის. ანალოგიური ვითარეებაა ამ ქუჩაზე, სხვებთანაც, წყალი მაღაზიებში შესდით”.
ინფორმაციისთვის, ქარელში თამარ მეფის ქუჩა პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში რეაბილიტირდა. აღნიშნულ პროგრამას სახელმწიფო საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.