ახალი ამბები

კანონის ჩაგდების მიუხედავად, “ოცნების” წევრები ადამიანების აგენტებად მოხსენიებას აგრძელებენ

მეორე მოსმენით კანონის ჩაგდების მიუხედავად, “ქართული ოცნების” წევრები ადამიანების აგენტებად მოხსენიებას აგრძელებენ. 

მაგალითად, კახა როინაშვილი, რომელიც ქარელის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეა, ამისთვის სოციალურ ქსელს იყენებს. 

მმართველი პარტიის წარმომადგენელი პერმამენტულად აზიარებს სხვადასხვა პოლიტიკოსის და სამოქალაქო აქტივისტის ფოტოებს, წარწერით “უცხოური გავლენის აგენტი”. 

აღსანიშნავია, რომ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული და “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანონპრორექტის ჩაგდებამდე, კახა როინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“მტყუანის დედას … რამდენი ეგ კანონი რუსული არ არის და ამერიკულია!”.

ამ პოსტზე საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ, მან საკუთარი ფეისბუქ გვერდი ჩაკეტა და მას შემდეგ, აქციის მონაწილეთა მადისკრედიტირებელ პოსტებს მხოლოდ მეგობრებისთვის აქვეყნებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.