ახალი ამბები

“მტყუანის დედას … რომ ეგ კანონი რუსული არ არის” –  ქარელის საკრებულოს წევრი “ოცნებიდან”

ფრაქციის “ქართული ოცნება” თავმჯდომარე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, კახა როინიშვილი სოციალურ ქსელში უცხოური გავლენის აგენტზე კანონპროექტს ეხმაურება. 

“მტყუანის დედას … რამდენი ეგ კანონი რუსული არ არის და ამერიკულია!”, – წერს ის. 

შეგახსენებთ, რომ კახა როინიშვილი ის დეპუტატია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ხაშურის მუნიციპალიტეტში სასულიერო პირზე ძალადობას ჟურნალისტების მხრიდან წახალისებული უწოდა.

ცხრამუხის ამბავზე ყველა უნდა დაისაჯოს, მათ შორის ჟურნალისტებიც – “ქართული ოცნების” წევრი ქარელიდან

დატოვეთ კომენტარი