ახალი ამბები

ცხრამუხის ამბავზე ყველა უნდა დაისაჯოს, მათ შორის ჟურნალისტებიც – “ქართული ოცნების” წევრი ქარელიდან

ცხრამუხის დედათა მონასტერზე თავდასხმის ფაქტს ქარელის საკრებულოს ფრაქცია “ქათული ოცნების” თავჯდომარე კახა როინიშვილი ფეისბუქპოსტით ეხმაურება.

“ვინც ჩვენს სარწმუნოებას და ადათ წესებს ებრძვის, ყველა ადამიანი თუ ორგანიზაცია უნდა დაისაჯოს, მათ შორის ის ტელევიზიებიც თავიაანთ ჟურნალისტებიანად! აი, რა მოიტანა დედა ეკლესიაზე მასიურმა შეტევამ, თუ ხმა არ ამოვიღეთ, ზოგიერთი უღმერთოების გამო ყველა დავისჯებით უფლისგან მთელი საქართველო”, – წერს კახა როინიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი