ახალი ამბები

“ხელისუფლებას ჩვენი გაჩუმება უნდა!” – გორში პლაკატები გააკრეს

“ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს პრობლემებზე! ამიტომ უნდა ხელისუფლებას ჩვენი გაჩუმება”, – ასეთი შინაარსის პლაკატები გაჩნდა გორში.

ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაკრული პლაკატებიდან ჩანს, რომ რუსულ კანონს ჟურნალისტები თავისუფალ მედიაზე პირდაპირ შეტევად მიიჩნევენ.

“ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებით! თავისუფალ მედიას კი სულ ახსოვხართ! იცოდეთ “აგენტების შესახებ” კანონით იმ ჟურნალისტების გაქრობა უნდათ, ვინც თქვენს პრობლემებზე საუბრობს!”, – წერია ერთ-ერთ პლაკატზე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.