სურამში უსახელო ქუჩისთვის წმინდა ელიას სახელის მინიჭებას ინფრაქსტრუქტურის კომისია მხარს უჭერს
ხაშურის საკრებულოს დეპუტატებმა ამ საკითხზე დღეს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
ისინი წმინდა ელიას სახელის მინიჭებას იმ ქუჩისთვის ფიქრობენ, რომელიც ლესია უკრაინკას ქუჩის მიმდებარედ მდებარეობს.
საკითხი საბოლოოდ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გადაწყდება.
დატოვეთ კომენტარი