სამართალდამცავებმა გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. საუბარია მკვლელობაში ბრალდებლი ახალგაზრდა ბიზნესმენის საქმეზე, რომელსაც გამოძიების ვერსიით გარდაცვლილი და მისი ახლო მეგობრები უფასო მომსახურებასა და თანხის გადახდას სთხოვდენ.
საქმეში მონაწილე პირებიდან ერთ-ერთი ბრალდებულ ნ.ს.-ს მიერ სროლის შედეგად გარდაიცვლა, მეორე მათგანი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო მესამე პირი პოლიციამ დააკავა.
“ცალკეა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით და შსს-ს საგამოძიებო უწყების მიერ დაკავებულია ერთი პირი, მას შემდეგ რაც ბრალდებულის ოჯახის წევრებმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას”, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ნიკოლოზ სანიკიძემ.
31 წლის მამაკაცის მკვლელობისთვისა და მისი თანმხლები პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნ.ს.-ს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.