ახალი ამბები

ქარელის ხიდი, რომელიც დაზიანდა, არ ექვემდებარება მუნიციპალიტეტს  – ზაზა გულიაშვილი

ქარელის ხიდი, რომლის რეაბილიტაცია 6 თვის წინ დასრულდა, დაზიანებულია.

ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ ხიდის შეკეთება მერიის პასუხისმგებლობა არაა, რადგან სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელდა. 

“გზის დაზიანებასთან დაკავშირებით საქმის კურსშია გზების დეპარტამენტი. როცა კი, ეს პრობლემები შეიქმნა ერთ მონაკვეთზე, დავუკავშირდით და გამოასწორეს კიდეც, თუმცა ეხლა ზამთრის დადგომისას კიდევ მოიმატა დაზიანებებმა. როგორც თქვენ, ისე დავდივარ მეც მაგ გზაზე. საქმის კურსშია გზების დეპარტამენტი. ამინდები გამოვა თუ არა, ხიდს მიეხედება”, – განმარტა ზაზა გულიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ქარელის სავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გასული წლის ივლისში დასრულდა. სამუშაობი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა. 

დატოვეთ კომენტარი