ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე დვანში მოსახლეობას შეხვდა

დღეს “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტიის საორგანიზაციო მდივანი ირაკლი კუპრაძე დვანში იმყოფებოდნენ. ისინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

“შეხვედრაზე განიხილეს დვანში მცხოვრებლების პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზები. მოქალაქეების თქმით, ყველაზე მეტად უწყლობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვის სისტემა, ასევე წარმოების დარგში არსებული ხარვეზები აწუხებთ”, – ვკითხულობთ “ლელოს” განცხადებაში.

პარტიის ლიდერები ჩირის მწარმოებელ იმ ადგილობრივსაც შეხვდნენ, რომელსაც პროექტი ევროპული გრანტით უფინანსდებოდა და თანასოფლელებს ასაქმებდა, თუმცა ამჟამად მისი წარმოება შეჩერებულია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი