ახალი ამბები

“დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება” – ზურაბ ნადირაშვილი 

გუშინ, 28 თებერვალს გორში სროლის დროს დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სამხედრო ჰოსპილის ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან მიაწოდეს.

“პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, შემოვიდა მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებით, გულმკერდისა და მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობით. ჩატარდა ურთულესი და ხანგრძლივი ოპერაციები. მძიმე მდგომარეობით გადმოვიყვანეთ რეანიმაციაში. პაციენტს უტარდებ ინტენსიური თერაპი”, – განაცხადა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმღვანელმა, ზურაბ ნადირაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.