ქარელის მუნიციპალიტეტის 3 სოფლიდან ახალგაზრდები სპორტზე უფასოდ ივლიან. ატოცის, ბრეძის და წვრინისის ახალგაზრდების ქარელამდე ტრანსპორტირებას ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს.
“ქარელის მერის გადაწყვეტილებით, ამ სამი სოფლიდან ახალგაზდების ტრანსპორტირება მოხდება უფასოდ, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. კიდევ სამი სოფლის ახალგაზრდა თაობას შესაძლებლობა მიეცემათ უფასოდ დაეუფლონ სპორტის სხვადასხვა სახეობას”, – განაცხადა ჯუმბერ შუბითიძემ, ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ.
დატოვეთ კომენტარი