ახალი ამბები

ენმ ქარელის მერიისგან იმ ოჯახების სიას ითხოვს, რომლებმაც სასურსათო პაკეტები მიიღეს

ენმ-ის წევრი თამარ დიასამიძე ქარელის მერიისგან იმ ადამიანთა სიას ითხოვს, რომლებსაც სასურსათო პაკეტები გადასცეს. საუბარია, წინასაახალწლო დახმარებაზე, რომლისთვისაც ქარელის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 000 ლარი დაიხარჯა. 

“მერიის მიერ საახალწლოდ დარიგებული სასაჩუქრე პაკეტები არა სწორად იქნა დარიგებული. ის ძირითადათ მათ მხარდაჭერებზე დარიგდა და ვისაც მართლა ეკუთვნოდა, იმათ არაფერი მიუტანეს”, – ამბობს ქარელის საკრებულოს ოპოზიცონერი დეპუტატი. 

დიასამიძე საკუთარი ბრალდების დასტურად, ფცის ტერიტორიულ ორგანოში მცხოვრები 90 წლის მოხუცზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და დახმარება ეკუთვნოდა. 

“90 წლის მოხუცს რომ დახმარების გარეშე დატოვებ, სხვა ვიღას უნდა დაეხმარო?!” – აცხადებს დიასამიძე. 

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, სასურსათო პაკეტების მიმღები ოჯახების სია მერის წარმომადეგნლებმა შეადგნეს და საჩუქრებიც მათვე დაარიგეს. ამიტომ საკითხის გასარკვევად, ჩვენ ფცის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლს დავუკავშირდით.

“ჩემ ტერიტორიულ ორგანოში შემავალ 4 სოფლიდან მოხდა სულ 10 ოჯახის შერჩევა. ეს ოჯახები არიან ყველაზე შეჭირვებულები, სადაც ასაკოვანი მოხუცები ცხოვრობენ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამათზე გაჭირვებული თუ ვინმე ამ სოფლებში”, -გვითხრა გია კილასონიამ.

ჯამში სასურსათო პაკეტი ქარელის მერიისგან წინასაახწლოდ 200-მა ოჯახმა მიიღო. ენმ ახლა მერიისგან ამ ოჯახების სიას ითხოვს, თუმცა თავის მხრივ, ზაზა გულიაშვილის ენმ-ს სთხოვს იმ ოჯახების დასახელებას, რომლებმაც სასურსათო პაკეტი დაუმსახურებლად მიიღეს. 

დატოვეთ კომენტარი