ახალი ამბები

ქარელის მერის თქმით, ცენტრალური გზის რეაბილიტაციას უამინდობა უშლის ხელს

ქარელში ცენტრალურ ქუჩაზე რეაბილიტაციის დაწყებას უამინდობა უშლის ხელს , – ამის შესახებ ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზად არის და სამუშაოების დასაწყებად, გამოამინდებას ელოდებიან. 

“რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზად არის, რომლის მიხედვითაც ქარელში ცაბაძის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩამდე, დევნილების დასახლებამდე უნდა მოხდეს გზის რეაბილიტაცია. ასევე მოეწყობა ტროტუარებიც. ველოდებით ამინდის გამოსვლას. ცოტახანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ სიტუაციას. გამოვა ამინდები და რეაბილიტაცია დაიწყება”, – განმარტა ქარელის მერმა.

როგორც გულიაშვილი ამბობს, “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, უკვე ელექტრო გაყვანილობები და ინტერნეტის სადენები მთლიანად მოექცა მიწისქვეშ, ამ ეტაპზე კი მათი დატესტვა მიმდინარეობს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი