ახალი ამბები

“ფინანსური პრობლემა ჰქონდათ”, – გორში კონსერვატიული მოძრაობის ოფისი დაიხურა 

გორში, სტალინის გამზირზე, პრორუსული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობა” ოფისი დაუხურა. 

ინფორმაცია ამის შესახებ “მოზაიკას” ფართის მეპატრონემ დაუდასტურა. 

“ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ და აღარ გავაგრძელეთ თანამშრომლობა. როგორც ვიცი ფინანსური პრობლემები აქვთ. მთხოვეს, რომ ავეჯი დროებით დავტოვო. უახლოეს პერიოდში პლაკატებს ჩამოვახსნევინებ და გავაქირავებ”, – გვითხრა მერაბ ხარებშვილმა. 

აპირებენ თუ არა სხვა ფართში საქმიაონობის გაგრძელებას, ამის გარკვევის მიზნით, “მოზაიკამ”  გორში პარტიის წარმომადგენელთან დაკავშირება სცადა, თუმცა ზურაბ ანიაშვილმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა.  

ინფორმაციისთვის, “ალტინფოს” “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი გორში, ქალაქის ცენტრში 1 წლის წინ გაიხსნა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.