ახალგაზრდა ქალს, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
მაკა პავლიაშვილი ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.
ოჯახის წევრების თქმით, მაკას სიმსივნე ჯერ საშვილოსნოზე დაუდგინდა, ახლა კი მეტასრტაზები ფილტვებზეც გავრცელდა. სამკურნალოდ, მას 18 000 დოლარი სჭირდება. ოჯახი უსახსრობის გამო, მკურნალობის ხარჯებს ვერ ფარავს, ამიტომ საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
“საშვილოსნოზე ჰქონდა სიმსივნე. საქართველოში ვუმკურნალეთ. საოპერაციოდ რომ მოამზადეს, გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, გვარწმუნებდნენ, რომ მეტასტაზები არ იყო გასული. თურქეთში კი დიაგნოზი დაუსვეს, რომ მეტასტაზები ფილტვებშია გასული, დაუდგინდა ფილტვებში ავთვისებიანი სიმსივნე. თურქეთის კლინიკამ ქიმიები უნდა დაუწყოს, ასევე იმუნოთერაპიაც. ორივე ერთად 18 000 ათასი დოლარი ჯდება, საიდან უნდა მოვიტანოთ ეს თანხა, არ ვიცით, ღირებულიც აღარაფერი დაგვრჩა, რომ გავყიდოთ”, – ამბობს მეგი პავლიაშვილი.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:
- GE83BG0000000541495511
- მიმღები: მადონა პავლიაშვილი