ახალი ამბები

კარალეთში და გარეჯვარში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები იწყება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების კარალეთის, პატარა გარეჯვარისა და დიდი გარეჯვარის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება, – ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. 

“შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია ამხანაგობა ჯეისა-ს (CEYSA) თავჯდომარემ, აიდინ ჩელიქქანათმა მოაწერეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბი სადგურის, მაგისტრალებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 36 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.