ახალი ამბები

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა მოსწავლეებს ბიზნესკომპანიებში სტაჟირებას სთავაზობს – ნანა ტერმაკოზაშვილი

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა მოსწავლეებს ადგილობრივ ბიზნესკომპანიებში სტაჟირებას სთავაზობს, – ინფორმაცია ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა,  ნანა ტერმაკოზაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“სტაჟირების დროს მოსწავლეები გაეცნობიან მასპინძელი ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში დაეხმარებათ პროფესიის შერჩევასა და სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებაში”, – წერს ნანა ტერმაკოზაშვილი.

მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლა შესაბამის ბმულზე შეუძლიათ: მოსწავლეთა სტაჟირების სააპლიკაციო ფორმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.