ახალი ამბები

წყალი, კანალიზაცია და შიდა გზები  – რა პრობლემების მოგვარება სურთ რუისში 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ადგილობრივები მთავარ მოსაგვარებელ პრობლემად სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, კანალიზაციის სისტემის მოწყობას და შიდა გზების მოწესრიგებას მიიჩნევენ.

პრიორიტეტული საკითხების გამოსავლენად,  გამოკითხვა სოციალურ ქელში, რუისის ერთ – ერთ ჯგუფში ჩატარდა. 

  • გამოკითხული მოსახლეობის 26% –  შიდა გზების მოწესრიგება სურს; 
  • 21% წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწყობა.

გამოკითხვის შედეგად ასევე გაირკვა, რომ რუისში არ არის გამართული სამედიცინო პუნქტი, რომელიც ყოველდღიურად მოემსახურება სოფლის მოსახლეობას. გამოკითხვაში 300-მა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი