ახალი ამბები

კამერის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ქურდავს ორი პირი სილამაზის სალონს “კრისტალი”

წუხელ გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე სილამაზის სალონი “კრისტალი” გაქურდეს. 

ფაქტის შესახებ მეპატრონემ დილით შეიტყო, როცა აღმოაჩინა, რომ სალაროდან თანხა იყო წაღებული. 

როგორც ანა ჭეჭელაშვილი ამბობს, ამის შემდეგ კამერის ჩანაწერები ნახა, სადაც ჩანს, როგორ ქურდავს დაწესებულებას ორი პიროვნება. 

“ჩანაწერების ნახვის შემდეგ, გამოვიძახე პოლიცია. კამერის ჩანაწერებში ყველაფერი ჩანს, როდის, როგორ და საიდან შემოვიდნენ. როგორ გააღეს კარი და როგორ წაიღეს თანხა სალაროდან”. 

სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს სილამაზის სალონში ამ წუთებში ატარებენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.