ქარელის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან დაკავშირებით დღესაც აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, – ამბობენ ქარელის მერიაში.
“მუნიციპალიტეტის მხრიდან მობილიზებულია ორი ერთეული სპეცტექნიკა”, – აცხადებენ უწყებაში.
ქარელის მერიის ცნობით, ამჟამად გზები გაიწმინდა ორი მიმართულებით:
- გაწმენდილია ზღუდერი-ელბაქიანთკარი-ორთუბანი-სუქანაანთუბანი-გვერძინეთის გზის მონაკვეთი.
- იწმინდება აბისისთავი-აბანო-კოდა-საციხურის გზის მონაკვეთილ, ასევე გაიწმინდება მოხისი-ფცა-ღოღეთის გზის მონაკვეთი.
“პარალელურ რეჟიმში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.ამ დროისათვის გაწმენდილია და ტექნიკური მარილი მოყრილია ქარელი-კეხიჯვარი-ყინწვისის მიმართულებით”, – ნათქვამია ქარელის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დატოვეთ კომენტარი