ახალი ამბები

ხაშურში ერთ – ერთი ქუჩისთვის თემურ კობერიძის სახელის მინიჭება სურთ

ხაშურში ერთ – ერთი ქუჩისთვის, ლეგენდარული ხაშურელი ფეხბურთელის თემურ კობერიძის სახელის მინიჭება სურთ. ინიციატივის ავტორი ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის მოადგილე, მურად მთვარელიძეა.

“ვფიქრობ, ის იმსახურებს, რომ ხაშურის რომელიმე ქუჩა ატარებდეს მის სახელს. იმედი მაქვს, ჩემს ინიციატივას გაგრძელება ექნება”,- წერს მურად მთვარელიძე.

ინიციატივას სოციალურ ქსელში მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა მოჰყვა.

” მივესალმები ამ იდეას!  ღვაწლმოსილი, პატრიოტი და ღირსეული ადამიანი იყო ბატონი თემურ კობერიძე. დიდებული სპორტსმენი და ისტორიკოსი”, – წერს ნოდო ბალიანი.

“მივესალმები ბატონი მურადის ინიციატივას და საერთოდ კარგი იქნებოდა , რომ ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ხაშურელების სახელს ატარებდნენ არამარტო ქუჩები, არამედ სკვერები, მინი სტადიონები და სხვა, რაც მომავალ თაობებს პატრიოტიზმის და თავისი ქალაქის სიყვარულს და სიამაყეს მისცემს. გვიყვარდეს ჩვენი ხაშური”, – ამბობს საშა ხვედელიძე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი