ახალი ამბები

შიდა ქართლში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს 

შიდა ქართლის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1998 წელს და 1992 წელს დაბადებული პირები. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ს.-მ ცეცხლსასროლი პისტოლეტები გ.მ.-ზე უკანონოდ გაასაღა. სამართალდამცველებმა თბილისში, გ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტები ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცავებმა რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 13 პირი დააკავეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.