ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში 4 საბავშო ბაღის მშენებლობა იგეგმება 

ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების მშენებლობა- რეაბილიტაცია იგეგმება. დოკუმენტაციის მიხედვით ბავშვთა რაოდენობის გაზრდის გამო, ქარელში იგეგმება ახალი საბავშო ბაღის (4 ჯგუფიანი) აშენება.

ასევე, ახალი შენობის აშენება იგეეგმება რუისში, ურბნისში და დვანში. არსებული ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდებიან ახალ შენობებში.

როგორც ქარელის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნინო მეზვრიშვილი ამბობს, ჯერჯერობით უცნობია, ჯერ რომელი ბაღის მშენებლობა დაიწყება.

“ამ ეტაპზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს პირველ ეტაპზე თუ რომელი საბავშო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხდება. სრული რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია ჩაუტარდება აბანოს, ქვემო ხვედურეთის, ქვენატკოცის, მოხისის, ბრეთის, რუისის#2, რუისის#3, კეხიჯვრის და ბრეთის მეურნეობის საბავშო ბაღებს”, – ამბობს ნინო მეზვრიშვილი. 

ინფორმაციისთვი, ქარელის მუნიციპალიტეტში 24 მოქმედი საბავშო ბაღია, სადაც 1500 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული.

დატოვეთ კომენტარი