გორის მუნიციპალიტეტის მერია უსახლკარო მოქალაქეების საცხოვრისებით უზრუნველყოფის პროგრამას აგრძელებს, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, საცხოვრისების მოწყობის სამუშაოები უფლისციხესა და ბერბუკში მიმდინარეობს.
“კოტეჯების მოწყობა იგეგმება მერეთსა და კარალეთშიც. ორივე სოფლებში პროექტის განხორციელების მიზნით მიმდინარეობს ტენდერი”, – ამბობენ მერიაში.
მერიაში განმარტავენ, რომ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უსახლკარო ადამიანებისთვის საცხოვრისების მოწყობის გადაწყვეტილებას, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია იღებს.
დატოვეთ კომენტარი