ახალი ამბები

ავარიული დაზიანების გამო, გორში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა 

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზის მიწოდება შეწყვეტილია, – ეს შეტყობინება გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილს გაზმომარაგების კომპანიისგან მიუვდათ. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები ხვალ, 14 თებერვალს 15:00 საათზე დაიწყება. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ყიფიანისა და კაჩინსკების ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.