ახალი ამბები

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სამკითხველო და ღვინის ბიბილიოთეკა მოეწყობა 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ეზოში მდებარე ბიბლიოთეკაში საზაფხულო სამკითხველო და ღვინის ბიბლიოთეკა მოეწყობა, – ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი კეკელიძემ გაავრცელა. 

“უდიდესი ამბავი მაქვს და ძალიან გახარებული ვარ. მოლაპარაკების შედეგად, ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლმუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ბიბლიოთეკა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოეცა და იქ საზაფხულო სამკითხველოსა და ღვინის ბიბლიოთეკას მოვაწყობთ,”–  წერს გიორგი კეკელიძე.

ინფორმაციისთვის, დიმიტრი ყიფიანის პირველი საჯარო ბიბლიოთეკა დღემდე უფუნქციოდ იყო დატოვებული. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი