ახალი ამბები

გორელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვეს 

გორელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. ჩემპიონატი ბათუმში გაიმარტა დიდებსა და ახალგაზრდებს შორის, რომელშიც ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის და ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლათა სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.

საერთო ჯამში, გორელმა მოკრივეებმა 8 მედლის მოპოვება შეძლეს.

გორის კრივის სკოლის სპორტსმენთა ანგარიშზე 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.

  • ოქრო – ლევან დემუროვი (57 კგ. ახალგაზრდები);
  • ვერცხლი – ანა მარგიევი (60 კგ. დიდები);
  • ბრინჯაო – ნიკოლოზ წიწიკაშვილი (63,5 კგ. ახალგაზრდები);
  • ლუკა ნიქაბაძე (71 კგ. დიდები);
  • გიორგი გუცაევი (80 კგ. დიდები).

ვარიანის კრივის სკოლამ 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი აიღო (სამივე ახალგაზრდებში).

  • ოქრო – ლაშა კერესელიძე (48 კგ);
  • ოქრო – ავთანდილ მდინარიძე (92 კგ);
  • ბრინჯაო – ნიკოლოზ ბუზალაძე (48 კგ).
დატოვეთ კომენტარი
ტეგები