ახალი ამბები

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 7 წლის ბიჭი სსმ პირია – მისი ბრალდების დედას არ სჯერა

კასპში მომხდარი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 7 წლის სპეციალური საჭიროებების მქონე ბიჭია. 

ამავე თემაზე: კასპში 7 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადეს

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ბავშვმა ძალადობის შესახებ სკოლის მანდატურს 31 იანვარს უთხრა.

“თავდაპირველად, სკოლის მანდატურს უთხრა, რომელმაც ეს ამბავი მერე მე მითხრა. ბავშვს დაველაპარაკე, ოჯახსაც და მერე უკვე პოლიციას ვაცნობეთ”, – უთხრეს “მოზაიკას” სკოლის დირექტორის მოადგილემ.

ბავშვის ბრალდების დედას არ სჯერა. როგორც ის ამბობს, მოყოლილის დაჯერება არ შეუძლია. 

“მოზაიკასთვის” ცნობილია, რომ ფაქტზე დაკავებული პირი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ის ოჯახის ახლობელია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.