ახალი ამბები

წედისი – ბნავისის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია სრულდება – გორის მერია 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, წედისისა და ბნავისის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მალე დასრულდება, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 5 800 მეტრია.

“პროექტის მიხედვით, გზის სავალ ნაწილზე უკვე  დაიგო ასფალტის საფარი  და მდინარე ათრევას რამდენიმე მონაკვეთზე მოეწყო ნაპირსამაგრი კედლებიც.  გრუნტიანი გზა და  დაზიანებული ასფალტის საფარი ათეული წელია პრობლემებს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი