ახალი ამბები

პანდემიის და ომის მიუხედავად, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს – ზაალ დუგლაძე

ქარელის და ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა გასული 2 წლის მუშაობის ანგარიში ქარელის მოსახლეობას წარუდგინა.

როგორც ზაალ დუგლაძემ აღნიშნა, პანდემიის და უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას ახერხებს. 

“მოგეხსენებათ, რომ ჯერ მთელ ქვეყანაში მძვინვარებდა პანდემია, შემდეგ ჩვენს რეგიონში უკრაინაში დაიწყო ომი, უბედურება, ახაგაზრდა უნდანაშაულო ხალხის, ბავშვების სიკვდილი, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის მოსასმენადაც კი ძალიან რთულია. იქ განვითარებული მოვლენები გადაედო საქართველოსაც, რამაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც იმოქმედა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯებით მივდივართ წინ. რთული გზაა არის, თუმცა მაინც სწორად ხდება ქვეყნის განვითარება”, – განაცხადა დუგლაძემ. 

მაჟორიტარის თქმით, ამ რთულ პერიოდში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

“ამ რთულ პერიოდში ჩვენ ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ყველაფერი არის ცენტრალური ხელისუფლების დამსახურება, მათი სწორი პოლიტიკა და მათი სწორი წინ სვლა. “განახლებული რეგიონების” ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტი წესრიგდება და ლამაზდება, მათ შორის ქარელიც. ციფრებში რომ ვიანგარიშოთ, ეს პროექტები 32 მილიონი ლარისაა”, – თქვა დუგლაძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი