ახალი ამბები

“არ ვარგა კედლები, იატაკი და მოაჯირები” – ხაშურში მე-5 სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ 

ხაშურის #5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ რომ სკოლის შენობაში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. 

“მეორე სკოლა, რომ რემონტდება კარგია მაგრამ რა დააშავა მეხუთე სკოლამ,რომელიც სრულიად შეუსაბამოა თანამედროვე სტანდარტებთან. საერთოდ არ ვარგა კედლები, იატაკი, კარები და კიბის მოაჯირები ირყევა. ნუთუ ასე რთულია იმის დანახვა, რომელია გასაკეთებელი”, – წერს მარინე გოგოლაძე.

“ჩემი შვილი ეხლა მე-11 კლასშია, პირველ კლასში,რომ მივიყვანე მაშინ უნდა დაწყებულიყო სკოლის რეაბილიტაცია,თუმცა სკოლა ისევ იმ დგომარებაშია, როგორც 11 წლის წინ”, – ამბოვს თამუნა ბაშარაძე. 

ხაშურის საგნმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მე – 5 სკოლის რეაბილიტაცია. 

“ხაშურის #5 საჯარო სკოლა ენერგოეფექტურობის პროგარამაშია. ეს პროგრამა ზოგადად ხორციელდება 2023-2026 წლებში და ამ ეტაპზე უცნობია, რომელ ნაკადში დაიწყება აღნიშნული სკოლის რეაბილიტაცია”, – ამბობს გოგუაძე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი