ახალი ამბები

კარალეთთან ავარია მოხდა – ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ კარალეთთან. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. 

“გაზელი და ოპელი შეეჯახნენ ერთმანეთს. მსუბუქი ავტომანქანა გზიდან იყო გადავარდნილი”, – უთხრა “მოზაიკას” თვითმხილველმა. 

ადგილზე სამართალდაცავები და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს. დაშავებულებზე ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

დატოვეთ კომენტარი