ახალი ამბები

ხაშურში Let`s Do it საქართველოს ორგანიზებით სიგარეტის ნამწვის ურნები განთავსდება

ესტონეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით პროექტი “იმოქმედე გარემოსთვის“ ფარგლებში, სიგარეტის ნამწვის და გარე ფასადის ურნები საჩუქრად გადაეეცათ ხაშურის მუნიციპალიტეტს .

“ღონისძიების ფარგლებში 4-4 გარე ფასადის ურნა საჩუქრად გადავეცით ხაშურის პირველ, მეორე, მესამე და მეხუთე საჯარო სკოლებს აღნიშნული სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა მწვანე ღონისძიებებში, ბანაკებს და მსოფლიო დასუფთავების დღე 2022-ში”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ორგანიზაცია ავრცელებს. 

პროექტის მთავარი მიზანია ხაშურისა მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირება სუფთა და ჯანსაღი მომავლისთვის. საერთო ჯამში ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ 84 ნარჩენების და 8 სიგარეტის ნამწვის ურნა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი